"იტირეთ, მადრიდისტებო", - აგუერო - კლასიკოში კესის გამარჯვების გოლის შემდეგ

ექს-ფორვარდს სერხიო აგუეროს, კლასიკოში „ბარსელონას" გამარჯვების გოლზე ძალიან ხმამაღალი რეაქცია ჰქონდა.
„ბარსელონას" ყოფილ ფორვარდს, თამაშის დროს Twitch-ზე პირდაპირი ეთერი ჰქონდა. როცა ფრანკ კესიემ „რეალის" კარში გამარჯვების გოლი გაიტანა, აგუერომ შემდეგი რამ წამოიყვირა:
„იტირეთ, მადრიდისტებო! დაახვიეთ."
თამაში „ბარსას" გამარჯვებით 2:1 დასრულდა, კატალონიურმა კლუბმა 2023 წელს გამართულ სამივე კლასიკოში გამარჯვება მოიპოვა.