ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტი დარწმუნებულია, რომ ზაფხულში ბელინგემისთვის რბოლაში კონკურენტების დამარცხებას შეძლებს

მანჩესტერ სიტი დარწმუნებულია, რომ ზაფხულში ბელინგემისთვის რბოლაში კონკურენტების დამარცხებას შეძლებს
თარიღი 21 მარ 2023, 17:47
ESPN-ის ცნობით, მანჩესტერ "სიტი" დარწმუნებულია, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემისთვის ბრძოლაში გამარჯვებული გამოვა.

19 წლის ინგლისელი "ქალაქელების" ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლივერპულმა" ბელინემის ტრანსფერზე უარი თქვა.

მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა დორტმუნდის რიგებში ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.