ავტორიზაცია

განახლება: რა ღირს საქართველოს ნაკრების შემადგენლობა?

განახლება: რა ღირს საქართველოს ნაკრების შემადგენლობა?
თარიღი 22 მარ 2023, 00:23
ავტორიტეტულმა გერმანულმა სააგენტომ Transfermarkt-მა იტალიის სერია A-ში მოასპარეზე ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები განაახლა.

ცვლილება საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.

22 წლის ქართველი ფეხბურთელის ფასი 25 მილიონით გაიზარდა და 85 მილიონ ევროს შეადგენს. რაც ქართველ ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ ამ განახლების შედეგად საქართველოს ნაკრების შემადგენლობა საგრძნობლად გაიზარდა და კიდევ ერთი ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

ვილი სანიოლის გუნდის საერთო საბაზრო ღირებულება 137.15 მილიონ ევროს შეადგენს, რაც რა თქმა უნდა, რეკორდია.