ავტორიზაცია

იტალიის სერია A 20 წლის განმავლობაში საშუალო დასწრების მხრივ, საუკეთესო შედეგს აფიქსირებს

იტალიის სერია A 20 წლის განმავლობაში საშუალო დასწრების მხრივ, საუკეთესო შედეგს აფიქსირებს
თარიღი 22 მარ 2023, 11:41
იტალიის სერია A მიმდინარე სეზონში მატჩებზე საშუალო დასწრების მხრივ გამორჩეულ შედეგს აფიქსირებს.

27 ტურის შემდეგ თითოეულ მატჩს საშუალოდ 29088 ადამიანი ესწრება, ხოლო 21-ე საუკუნეში მეტი იყო მხოლოდ 2000/2001 წლების სეზონში იყო, როცა ჩემპიონატი "რომამ" მოიგო. მაშინ თითოეულ მატჩს საშუალოდ 29 348 ადამიანი ესწრებოდა.

სერია A-ს ტოპ კლუბები დასწრების მხრივ არიან "მილანი", "ინტერი" და "რომა", თითოეულის საშინაო მატჩზე საშუალოდ 60000-ზე მეტი გულშემატკივარი დადის.