მბაპე: "გრიზმანს ველაპარაკე, ის იმედგაცრუებულია და ეს გასაგებიცაა"
კილიან მბაპემ, ნაკრების კაპიტნად დანიშვნის შემდეგ, ანტუან გრიზმანის უკმაყოფილება დაადასტურა.
„პსჟ-ს“ 24 წლის შემტევი ნაკრების კაპიტნად დიდიე დეშამის გადაწყვეტილებით დაინიშნა, გრიზმანი კი ვიცე-კაპიტანი გახდა.
„ანტუანს ველაპარაკე, ის იმედგაცრუებულია და ეს გასაგებიცაა. მას ვუთხარი, რომ ანალოგიური რეაქცია მექნებოდა.
ის, ალნბათ, დეშამის ეპოქის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მე მეთაური არ ვარ. ჩვენ ხელჩაკიდებულები ვიქნებით და შევეცდებით, იმდენი მოვახერხოთ, რომ საფრანგეთმა მსოფლიო დონეზე იმეფოს.
თუ მას გუნდისთვის რაიმეს თქმა მოუნდება, მე მოვუსმენ. არავის წინაშე არ ვაპირებთ კარის გამოხურვას და აზრის გამოთქმა ყველას შეეძლება.“, - აღნიშნა მბაპემ.