იოზილი: "ბარსელონას დამარცხება ორგაზმს ჰგავდა"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა ესპანეთის ჩემპიონატში გამოსვლა გაიხსენა. კერძოდ, გერმანელმა ფეხბურთელმა კატალონიურ "ბარსელონასთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"მე ვნახე საუკეთესო ეპოქა რეალსა და ბარსელონას შორის. ეს იყო გვარდიოლას და მოურინიოს დაპირისპირება, მესი რონალდუს წინააღმდეგ.

მაშინ კატალონიელებთან გამარჯვება ორგაზმს ჰგავდა. არასოდეს არ იქნება ისეთი ელ კლასიკო, როგორიც მაშინდელი იყო. ",- თქვა მესუტმა.
შეგახსენებთ, რომ მესუთი მადრიდული გრანდის მაისურს 2010 წლიდან 2013 წლამდე იცავდა. "სამეფო კლუბთან" ერთად იოზილი გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ასევე მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი.