ავტორიზაცია

ვიქტორ ოსიმენი: "ნაპოლის გულშემატკივრების ოცნება რეალობად იქცევა"

ვიქტორ ოსიმენი: "ნაპოლის გულშემატკივრების ოცნება რეალობად იქცევა"
თარიღი 25 Mar 2023, 12:41
"ნაპოლის" თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა ნეაპოლური გუნდის გულშემატკივრებზე ისაუბრა.

"მე მესმის მიზეზები, რის გამოც ფეხბურთელები ნაპოლიში გადადიან და აქ მრავალი წელი ატარებენ. რადგან ადგილობრივი გულშემატკივრების სიყვარული მართლაც დიდია, მათ ძალიან უყვართ ფეხბურთი. 

როცა ბევრს აკეთებ მათთვის, ახარებ, ისინი ზრუნავენ შენზე, გაძლევენ საჭირო მხარდაჭერასა და სიყვარულს. ვაფასებ იმ სიყვარულს, რომელიც მათ მაჩვენეს.

ერთადერთი გზა, რითაც ამის ანაზღაურება შემიძლია, ჩემი თამაშია. ოცნება, რომელიც მათ წლების განმავლობაში ჰქონდათ, რეალობად იქცევა. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ მივცეთ მათ ის, რაც მათ სურთ. “, - თქვა ოსიმენმა.

24 წლის თავდამსხმელი "ნაპოლიში" 2020 წლის შემოდგომიდან თამაშობს.

მიმდინარე სეზონში მან ნეაპოლურ კლუბში 29 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

TOP.GE