ავტორიზაცია

ნაგელსმანი ტოტენჰემთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა

ნაგელსმანი ტოტენჰემთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა
თარიღი 25 Mar 2023, 12:47
Sky Sports-ის ცნობით, გერმანელი სპეციალისტი იულიან ნაგელსმანი მზად არის "ტოტენჰემის" სათავეში ჩაუდგეს.

წყაროს ცნობით, 35 წლის მწვრთნელი ღიაა ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკებებისთვის. მაგრამ, როგორც ჩანს, ნაგელსმანს ურჩევნია მცირე დროით დაისვენოს.

"სპურსი" ასევე დაინტერესებულია გერმანელი მწვრთნელის მომსახურებით "ბაიერნიდან" გათავისუფლების შემდეგ.

ნაგელსმანის ხელმძღვანელობით მიუნხენური გუნდი 2021/22 წლების სეზონში გერმანიის ჩემპიონი გახდა და ორჯერ მოიგო ქვეყნის სუპერთასი.