ავტორიზაცია

მოდრიჩი: "ყველამ იცის, რომ ჩემი სურვილი მადრიდის რეალში დარჩენაა"

მოდრიჩი: "ყველამ იცის, რომ ჩემი სურვილი მადრიდის რეალში დარჩენაა"
თარიღი 25 Mar 2023, 12:55
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

"ყველამ იცის, რომ ჩემი სურვილი მადრიდის რეალში დარჩენაა. მჯერა და იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება. ყველაფერი დანარჩენი ჭორები და სპეკულაციებია. “, - თქვა ხორვატმა.

მოდრიჩი მადრიდის "რეალში" 2012 წლიდან თამაშობს. 2022/23 სეზონში მან გუნდის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 37 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

37 წლის ხორვატს "ბლანკოსთან" კონტრაქტი 2023 წლის  ზაფხულამდეა ძალაში.