ავტორიზაცია

თემურ ქეცბაია: "ჩვენს ჯგუფში ესპანეთის ნაკრები აშკარა ფავორიტია, მეორე ადგილისთვის ბრძოლა სხვებსაც შეუძლიათ"

თემურ ქეცბაია: "ჩვენს ჯგუფში ესპანეთის ნაკრები აშკარა ფავორიტია, მეორე ადგილისთვის ბრძოლა სხვებსაც შეუძლიათ"
თარიღი 26 მარ 2023, 12:24
ევრო 2024-ის პირველ შესარჩევ მატჩში თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. 

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაე ქართველმა სპეციალისტმა შეხვედრა შეაფასა.

"შოტლანდიის ნაკრებს ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას. ძალიან კარგი მატჩი გამოვიდა.  ნაკრებში მისვლის შემდეგ სტივ კლარკმა დიდი სამუშაო გასწია.

მეტოქეს შესანიშნავი გუნდი ჰყავს, საოცარია, როცა მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე გყავს.
 
ჩვენს ჯგუფში ესპანეთის ნაკრები აშკარა ფავორიტია. მეორე ადგილისთვის ბრძოლა სხვებსაც შეუძლიათ. ",- თქვა ქეცბაიამ.

შოტლანდიის ნაკრები მეორე ტურის მატჩს 28 მარტს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. ამავე დღეს კვიპროსი ამხამაგურ შეხვედრაში სომხეთის ნაკრებს შეხვდება.