ავტორიზაცია

საულინო: "ვახშამზე კვარასნაირ ბიჭთან ერთად წასვლა მირჩევნია, ვიდრე ტატუირებულ, კუნთოვან მაჩოსთან ან ნაინგოლანთან"

საულინო: "ვახშამზე კვარასნაირ ბიჭთან ერთად წასვლა მირჩევნია, ვიდრე ტატუირებულ, კუნთოვან მაჩოსთან ან ნაინგოლანთან"
თარიღი 26 Mar 2023, 13:40
ცნობილმა იტალიელმა ინფლუენსერმა პაოლა საულინომ ხვიჩა კვარაცხელიასადმი სიმპათია არ დამალა. 

მოდელმა იტალიურ მედიას უთხრა, რომ ურჩევნია ხვიჩასნაირ ბიჭთან ერთად წავიდეს სავახშმოდ, ვიდრე რაჯა ნაინგოლანის ტიპის ბიჭთან.

"კვარაცხელია მომწონს, რადგან კარგი ბიჭია, განათლებული. მირჩევნია ვახშამზე მისნაირ ბიჭთან ერთად წასვლა, ვიდრე ტატუირებულ, კუნთოვან მაჩოსთან ან ნაინგოლანთან. 

მე არ ვეთანხმები, რომ ქალები ვერ იქნებიან კაცების მეგობრები ან ვერ წავლენ ვახშამზე ფეხბურთელთან. “, - თქვა საულინომ.



შეგახსნებთ, რომ რამდენიმე თვის წინ საულინომ "ნაპოლის" ქართველ ფეხბურთელზე ხვიჩა კვარაცხელიაე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“კვარაცხელია? მე მასზე შეყვარებული ვარ. ის ჯორჯო ალბერტაცის მაგონებს, რომელიც რთულ საქმეებს აკეთებდა და ეს ყველაფერი უმარტივესად გამოდიოდა.

ვისთან ერთად წავიდოდი სადილზე? კვარაცხელიასთან ერთად. ის იტალიის პრინცია. ” – განაცხადა პაოლამ.