ავტორიზაცია

ვინ ჩაიბარებს სიტის გვარდიოლას წასვლის შემთხევაში?

ვინ ჩაიბარებს სიტის გვარდიოლას წასვლის შემთხევაში?
თარიღი 30 Mar 2023, 14:12
მანჩესტერ "სიტიმ" შესაძლოა ლუის ენრიკე დანიშნოს ახალ მთავარ მწვრთნელად, თუ პეპ გვარდიოლა დატოვებს გუნდს, იტყობინება Goal, El Chiringuito-ზე დაყრდნობით.

წყაროს ცნობით, გვარდიოლამ შესაძლოა ზაფხულში მანჩესტერ "სიტი" დატოვოს. ამ შემთხვევაში, "ქალაქელები" შემცვლელად ლუის ენრიკეს განიხილავენ.

ენრიკე ბოლოს ესპანეთის ნაკრებში მუშაობდა, რომელიც მან გასული წლის დეკემბერში დატოვა. მანამდე 52 წლის სპეციალისტი "ბარსელონას", "სელტას" და "რომას" ხელმძღვანელობდა.