ავტორიზაცია

კაპელომ კვარაცხელია და ოსიმენი სერია A-ს ორ მთავარ ვარსკვლავად დაასახელა

კაპელომ კვარაცხელია და ოსიმენი სერია A-ს ორ მთავარ ვარსკვლავად დაასახელა
თარიღი 30 Mar 2023, 14:26
ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" ორი ლიდერის ვიქტორ ოსიმენის და ხვიჩა კვარაცხელიას თამაში გამოარჩია.

"ვფიქრობ, რომ კვარაცხელიას და ოსიმენს შეიძლება სერია A-ს სეზონის ორი მთავარი ვარსკვლავი ეწოდოს. ", - განაცხადა კაპელომ.

2022/23 წლების სეზონში კვარაცხელიამ სერია A-ში "ნაპოლის" შემადგენლობაში 23 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ნიგერიელმა თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა "ნაპოლის" შემადგენლობაში 23 მატჩში 21 გოლი და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.