რონალდუს სურდა მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი გამხდარიყო, მაგრამ უარი მიიღო
მანჩესტერ "იუნაიტედში" ყოფნის დროს თავდამსხმელს კრიშტიანუ რონალდუს გუნდის კაპიტანობა სურდა.
ESPN-ის ცნობით, 2021 წელს პორტუგალიელმა გუნდის მაშინდელ მთავარ მწვრთნელს რალფ რანგნიკს სთხოვა მისთვის კაპიტნის სამკლაური გადაეცა.
თუმცა, წყაროს ცნობით, გერმანელმა სპეციალისტმა კრიშტიანოს თხოვნაზე უარი თქვა და "წითელი ეშმაკების" კაპიტანად მცველი ჰარი მაგუაიერი დატოვა.
რონალდუმ მანჩესტერ "იუნაიტედი" გასული წლის ნოემბრის ბოლოს სკანდალით დატოვა. იანვრის დასაწყისში კრიშტიანომ კონტრაქტი საუდის არაბეთის კლუბ "ალ-ნასრთან" გააფორმა.