ავტორიზაცია

კუმანი: "მზად ვარ ბარსელონაში დავბრუნდე, თუ ამის შესაძლებლობა მექნება"

კუმანი: "მზად ვარ ბარსელონაში დავბრუნდე, თუ ამის შესაძლებლობა მექნება"
თარიღი 31 Mar 2023, 02:06
ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა კატალონიის "ბარსელონაზე" ისაუბრა.

სპეციალისტი კატალონიურ კლუბს 2020 წლის ზაფხულიდან 2021 წლის ოქტომბრამდე ხელმძღვანელობდა, რის შემდეგაც თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

„2020 წელს გადავწყვიტე ეროვნული ნაკრებიდან ბარსელონაში წავსულიყავი და ყველამ გაიგო ჩემი არჩევანი. კონტრაქტში იყო სპეციალური პუნქტი, რომელიც საშუალებას მაძლევდა ბარსელონაში გადავსულიყავი.

ჩემთვის დიდი პატივია ჩემი ქვეყნის ნაკრების მწვრთნელობა, მაგრამ მაშინ ძალიან მინდოდა
ბარსელონაში მუშაობა, რაც მაშინვე განვაცხადე. მე მიყვარს ეს კლუბი და დავუბრუნდები მას, თუ ასეთი შესაძლებლობა მექნება. “, - თქვა კუმანმა.