ავტორიზაცია

დიდი დარტყმა მილანთან მატჩის წინ - ნაპოლის ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა

დიდი დარტყმა მილანთან მატჩის წინ - ნაპოლის ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა
თარიღი 31 Mar 2023, 17:03
"ნაპოლის" 24 წლის ნიგერიელი ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი ტრავმირებულია.

კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნიგერიელი ფორვარდი სანაკრებო შეკრებიდან საზარდულის ტრავმით დაბრუნდა.

ვიქტორს მეორე სამედიცინო გამოკვლევა მომდევნო კვირაში უნდა ჩაუტარდეს და ამის შემდგომ სრული სურათი გამოჩნდება.

გადაწყვეტილია, რომ ოსიმენი სერია A-ს უახლოეს ორ მატჩს "მილანისა" და "ლეჩეს" წინააღმდეგ გამოტოვებს. 

კლუბში შიშობენ, რომ ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდება და ოსიმენი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზეც იუქმებს.