ავტორიზაცია

უცნაური ფაქტი: აზარი ლა ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია

უცნაური ფაქტი: აზარი ლა ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია
თარიღი 31 Mar 2023, 17:09
რამდენიმე დღის წინ ცნობილმა გამოცემამ L'Equipe-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია სხვადასხვა ლიგაში ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ხელფასების შესახებ. 

ესპანურ ლა ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია ედენ აზარი გახლავთ, რომელიც ამჟამად მადრიდის "რეალში" სათამაშო დროს გარეშეა. ბელგიელი გარემარბი თვეში 2,25 მილიონ ევროს იღებს.

მეორე ადგილზე "ბარსელონას" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკია, ყოველთვიური ხელფასით 2,17 მილიონი ევრო.

შემდეგ მოდიან სერხიო ბუსკეტსი (1,91 მილიონი ევრო), დავიდ ალაბა (1,88 ევრო), ვინისიუს ჯუნიორი, ჟორდი ალბა და იან ობლაკი (1,67 ევრო).