პსჟ მზადაა, მესის ხელფასი გაუზარდოს და კონტრაქტი ერთ წელზე მეტით ხნით გაუხანგრძლივოს

Mundo Deportivo-ს ცნობით, "პსჟ" მზად არის ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ლიონელ მესიმ კონტრაქტი გაახანგრძლივოს.
წყაროს ცნობით, მესის "პსჟ"-ში დარჩენა პირადად ყატარის ემირს ტამიმ იბნ ჰამად ალ თანის სურს.
წყაროს ცნობით, მესის "პსჟ"-ში დარჩენა პირადად ყატარის ემირს ტამიმ იბნ ჰამად ალ თანის სურს.
პარიზული კლუბი მზადაა, 35 წლის არგენტინელს ხელფასი გაუზარდოს და კონტრაქტი ერთ წელზე მეტი ხნით შესთავაზოს.
თავდამსხმელს "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მესი არ არის დარწმუნებული ხელშეკრულების გახანგრძლივების აუცილებლობაში. მას მიაჩნია, რომ ასეთი ეკონომიკური პოტენციალის მქონე კლუბი, ყოველ სეზონში ყველა ტიტულის მოგებისკენ უნდა ისწრაფვოდეს და ბოლო წლებში ასე არ ხდება.
თავდამსხმელს "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში მესიმ ყველა ტურნირზე 32 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა.