ინტერი მზადაა 38 წლის ჰანდანოვიჩთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს
"ინტერის" მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი შესაძლოა მილანურბკლუბში მომავალ სეზონში დარჩეს.
სლოვენიელი მიმდინარე სეზონში მოედანზე იშვიათად ჩნდება, მაგრამ "ინტერის" მესვეურები მზად არიან ვეტერანი სათადარიგო მეკარედ შეინარჩუნონ.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მალე შესაძლოა ჰანდანოვიჩს ახალი ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზონ. 38 წლის ფეხბურთელის ხელფასი მიმდინარეთან შედარებით (წელიწადში 2,5 მილიონი ევრო) განახევრდება.
სამირ ჰანდანოვიჩმა მიმდინარე სეზონში "ინტერში" 10 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაუშვა. მეკარეს მოქმედი კონტრაქტი ივნისში ეწურება.