პატო: "ვფიქრობ, მილანი ნაპოლის ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშავს"
"მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა ალექსანდრე პატომ ისაუბრა იმაზე, თუ რა ელის სტეფანო პიოლის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე.
"როსონერი" მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა, სადაც იტალიურ გუნდს - "ნაპოლის" დაუპირისპირდება. შეხვედრები 12 და 18 აპრილს გაიმართება.
"ახლანდელი მილანი კარგად გამოიყურება, გუნდს შეუძლია ჩემპიონთა ლიგაზე ფსონის დადება. ვფიქრობ, მილანი ნაპოლის მეოთხედფინალურ ეტაპზე დაამარცხებს. ამ თემაზე უკვე ვეკამათე ჩემს მწვრთნელებს, რომლებიც არ მეთანხმებიან.

შესაძლოა, გასვლით მატჩში რთული იყოს, მაგრამ სან სიროზე შესანიშნავი შედეგის მიღწევის ყველა შანსია. შესაძლოა, მილანმა მიზნად ფინალში გასვლა დაისახოს. “, - თქვა პატომ.