ავტორიზაცია

რონალდუ: "ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ"

რონალდუ: "ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ"
თარიღი 02 Apr 2023, 14:09
მადრიდის "რეალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ თავს ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს. ამის შესახებ მან არაბ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.

"მე ვარ საუკეთესო ფეხბურთელი ფეხბურთის ისტორიაში", - განაცხადა 38 წლის პორტუგალიელმა.

ამ დროისთვის რონალდო საუდის არაბეთის "ალ-ნასრის" მაისურს ირგებს. მან ხელი მოაწერა 2,5 წლიან კონტრაქტს, სეზონში 200 მილიონი ევროს ანაზღაურებით.