ჩელსი მამარდაშვილის წარმომადგენლებს დაუკავშირდა
"ვალენსიას" ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი შესაძლოა მალე ინგლისის პრემიერ ლიგის ტოპ კლუბში გადავიდეს.
22 წლის მეკარე ლონდონის "ჩელსის" რადარზე მოხვდა, ამის შესახებ ჟურნალისტი საიმონ ფილიპსი სოციალურ ქსელში იტყობინება.
წყაროს ცნობით, "ჩელსის" ხელმძღვანელობა მეკარის წარმომადგენლებს შეხვდა. ამ დროისთვის "არისტოკრატებს" მამარდაშვილის დამატების საუკეთესო შანსი აქვთ.
მამადდაშვილმა ლა ლიგაში მიმდინარე სეზონში 27 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 5-ში კარი მშრალად შეინახა.