ავტორიზაცია

სპალეტი ლეჩესთან მატჩზე: "წინა შეხვედრასთან შედარებით, შემადგენლობაში რაღაც ცვლილებები იქნება"

სპალეტი ლეჩესთან მატჩზე: "წინა შეხვედრასთან შედარებით, შემადგენლობაში რაღაც ცვლილებები იქნება"
თარიღი 06 აპრ 2023, 16:36
ხვალ, იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ლეჩეს" დაუპირისპირდება. 

მატჩამდე ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა "ლეჩეს" წინააღმდეგ ვიქტორ ოსიმენის თამაში გამორიცხა, თუმცა "მილანთან" ნიგერიელის შესაძლო დაბრუნებაზეც ისაუბრა.

"მცირე შანსიც არ არის, რომ ხვალ ითამაშოს. ვნახოთ, მომდევნო კვირაში როგორ იქნება. დიდი შანსია, მილანში ითამაშოს, მაგრამ მისი მდგომარეობის განვითარებას უნდა დაველოდოთ.

დიახ, წინა მატჩთან შედარებით, შემადგენლობაში რაღაც ცვლილებები იქნება. ჯერ არაფერი გვაქვს მოგებული, 5 გამარჯვებაა საჭირო, 15 ქულა და ჩვენ ჩემპიონები გავხდებით ",- თქვა სპალეტიმ.

"ნაპოლი" სერია A-ს 71 ქულით ლიდერობს, უახლოეს მდევარ "ლაციოს" კი 16-ქულით უსწრებს.