ავტორიზაცია

ოფიციალურად: ჩელსიმ ლამპარდი სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა

ოფიციალურად: ჩელსიმ ლამპარდი სეზონის ბოლომდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა
თარიღი 06 აპრ 2023, 16:47
"ჩელსის" ფრენკ ლამპარდი გაწვრთნის. 44 წლის ინგლისელი გუნდთან ერთად 2022/23 წლების სეზონის ბოლომდე იმუშავებს.

"ჩელსის" წინა მთავარი მწვრთნელი გრეემ პოტერი იყო, რომელიც კლუბმა თანამდებობიდან 2 აპრილს გაათავისუფლა.

ფრენკ ლამპარდი უკვე ხელმძღვანელობდა "ჩელსის" 2019 წლის ივლისიდან 2021 წლის იანვრამდე.

მისი ხელმძღვანელობით გუნდი 2019/20 წლების ასოციაციის თასის ფინალში გავიდა, რომელშიც "არსენალთან" დამარცხდა (1:2).

ლამპარდმა "ჩელსის" შემადგენლობაში ჩაატარა 648 მატჩი, კლუბთან ერთად სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, ოთხჯერ მოიგო ასოციაციის თასი, ორჯერ გახდა ქვეყნის სუპერთასის მფლობელი და ინგლისის ლიგის თასის მფლობელი. ასევე მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა თითოჯერ.