საუკეთესო საფრანგეთის ლიგა 2-ში! - მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება გაორმაგდა
ავტორიტეტულმა გერმანულმა სააგენტომ Transfermarkt-მა საფრანგეთის ლიგა 2-ში მოსაპარეზე ფეხბურთელთა ფასები განაახლა.
განახლება საქართველოს ნაკრების და "მეცის" ფორვარდს გიორგი მიქაუტაძესაც შეეხო, რომლის სატრანსფერო ღირებულება 3 მილიონი ევროდან 6 მილიონამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ამ განახლების შედეგად, 22 წლის თავდამსხმელი საფრანგწთის ლიგა 2-ის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა.
მიქაუტაძემ ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.