ავტორიზაცია

არაუხო: "ვინისიუსი კიდევ უფრო კარგი ფეხბურთელი გახდება, თუ მეტ კონცენტრაციას ლაპარაკს კი არა, ფეხბურთს დაუთმობს"

არაუხო: "ვინისიუსი კიდევ უფრო კარგი ფეხბურთელი გახდება, თუ მეტ კონცენტრაციას ლაპარაკს კი არა, ფეხბურთს დაუთმობს"
თარიღი 06 Apr 2023, 23:51
„ბარსელონას“ მცველმა, რონალდ არაუხომ, „რეალის“ შემტევს, ვინისიუს ჯუნიორს, ფეხბურთზე მეტად კონცენტრირება ურჩია.

გუშინდელი ნახევარფინალური მატჩის დროს, ბრაზილიელი ხშირად კონფლიქტებში ერთვებოდა, მათ შორის, არაუხოსთანაც ჰქონდა შეხლა-შემოხლა.

„მე ყოველთვის ვცდილობ ჩემს მეტოქეებს პატივი ვცე, მაგრამ დღეს ცოტა გავცხარდი, როცა დავინახე, რამდენს ელაპარაკებოდა ვინისიუსი ჩემს თანაგუნდელებს და გულშემატკივრებს.

ის დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესი გახდება, თუ ფეხბურთზე მოახდენს სრულ კონცენტრირებას. მე გავცხარდი, მაგრამ ეს ფეხბურთია.“, - აღნიშნა „ბარსელონას“ მცველმა.