ავტორიზაცია

2 წუთში წაგებული თამაში, ახალი არაფერი, ყველაფერი ძველი - თბილისის დინამო ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა

2 წუთში წაგებული თამაში, ახალი არაფერი, ყველაფერი ძველი - თბილისის დინამო ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
თარიღი 19 Jul 2023, 22:23
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში თბილისის "დინამო" საკუთარ მოედანზე ყაზახეთის ჩემპიონს "ასტანას" დაუპირისპირდა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ასტანელებთან (1:2) დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგაზე პირველივე ეტაპზე გამოეთიშა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 22-ე წუთზე უსმანე კამარამ დააწინაურა, პირველი ნახევარი სწორედ თბილისელთა მინიმალური უპირატესობით ჩაამთავრდა (1:0). 

მეორე ნახევრის სტარტი "დინამოსთვის" კოშმარული აღმოჩნდა, 50-ე და 51-ე წუთებზე ბეისებეკოვის და დარბოს გოლების წყალობით ბაბაიანის გუნდი დაწინაურდა.

მიუხედავად უამრავი მცდელობისა თბილისელებმა წონასწორობა ვერ აღდგენეს და ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს გამოეთიშნენ (1:2).

ამრიგად, თბილისის "დინამო" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება, სადაც მალტურ "ჰამრუნს" დაუპირისპირდება.