ავტორიზაცია

სპალეტი გვარდიოლაზე: "ამ სპეციალისტისგან ბევრი რამ ვისწავლე"

სპალეტი გვარდიოლაზე: "ამ სპეციალისტისგან ბევრი რამ ვისწავლე"
თარიღი 12 აპრ 2023, 11:53
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლაზე ისაუბრა.

„ამ სპეციალისტისგან ბევრი რამ ვისწავლე. ის შეიძლება შევადაროთ ფეხბურთის ისტორიაში უდიდეს მწვრთნელებს. მის გარდა იურგენ კლოპის და რობერტო დე ზერბის მუშაობასაც დღემდე ვადევნებ თვალს.

ვიმედოვნებ, რომ შევძლებ პეპთან ფინჯან ყავაზე დაჯდომას. ბევრ რამეს განვიხილავდით და გავერთობოდით. “, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტიმ" გუშინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში მიუნხენის "ბაიერნი" 3:0 დაამარცხა.