ავტორიზაცია

ლუჩიანო სპალეტი: "აქ განსახილველი არაფერია, მატჩის დასრულების შემდეგ საუბარი ტყუილი დროის კარგვაა"

ლუჩიანო სპალეტი: "აქ განსახილველი არაფერია, მატჩის დასრულების შემდეგ საუბარი ტყუილი დროის კარგვაა"
თარიღი 13 აპრ 2023, 02:57
იტალიური "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში "მილანთან" მინიმალური ანგარიშით (0:1) დამარცხდა.

ნეაპოლური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"აქ განსახილველი არაფერია. მატჩის დასრულების შემდეგ საუბარი ტყუილი დროის კარგვაა, რადგან არაფერი შეიცვლება.

მშვენივრად ვითამაშეთ, მადლობა გადავუხადე გუნდს იმისთვის, რაც ვნახე. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა მოედანზე, რასაც ბიჭებისგან ველოდი. 


ვწუხვარ, რომ ზამბო-ანგისა მეორე თამაშში არ ითამაშებს, ეს არ არის სამართლიანი, მაგრამ კარგი. უკვე ვგეგმავდი მის შეცვლას, ვფიქრობდი მხოლოდ ვინ შემეშვა. სამწუხაროა, რომ ერთი-ორი წუთი დაგვჭირდა იმის გადასაწყვეტად, თუ ვისით ჩაგვენაცვლებინა იგი.

ჩვენს ხასიათზე თუ ვსაუბრობთ, ის გარკვეულწილად ჯერ კიდევ ყალიბდება. ჩვენ მგრძნობიარენი ვართ იმ სიტუაციების მიმართ, რომელშიც აღმოვჩნდებით, მაგალითად, იმ ატმოსფეროს მიმართ, რომელიც იყო ჩვენს საშინაო მატჩის დროს მილანთან. “, - განაცხადა სპალეტიმ.