ავტორიზაცია

ჩელსი მაუნტს 80 მილიონ ევროდ აფასებს

ჩელსი მაუნტს 80 მილიონ ევროდ აფასებს
თარიღი 13 აპრ 2023, 15:53
ლონდონის "ჩელსიმ" დაასახელა ფასი, რომლის სანაცვლოდაც მზად იქნება სეზონის ბოლოს ნახევარმცველ მეისონ მაუნტი გაყიდოს. 

ჟურნალისტ დევიდ ორნშტეინის თქმით, "არისტოკრატები“ მოთამაშის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს მოითხოვენ. ეს იმის მიუხედავად, რომ 2024 წლის ზაფხულში მაუნტს "ჩელსისთან" კონტრაქტი ეწურება.

ამასთან, არსებობს შესაძლებლობა, რომ მაუნტმა "ჩელსისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ინგლისელის მომავალი დიდწილად იქნება დამოკიდებული ახალ მწვრთნელზე, რომელიც ზაფხულში ლონდონურ კლუბს ჩაიბარებს.