ავტორიზაცია

მანემ და სანემ ბაიერნის ვარჯიშში მიიღეს მონაწილეობა და თანაგუნდელებს ჩხუბისთვის ბოდიში მოუხადეს

მანემ და სანემ ბაიერნის ვარჯიშში მიიღეს მონაწილეობა და თანაგუნდელებს ჩხუბისთვის ბოდიში მოუხადეს
თარიღი 13 აპრ 2023, 16:01
Sky Sports Germany-ის ცნობით, "ბაიერნის" თავდამსხმელებმა სადიო მანემ და ლეროი სანემ გუნდთან ერთად ვარჯიში მიიღეს მონაწილეობა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ მანჩესტერ "სიტისთან" (0:3) თანაგუნდელებს შორის შეტაკება მოხდა. 

კამათი იმით დასრულდა, რომ სენეგალელმა გერმანელ თავდამსხმელს სახეში ხელი დაარტყა. ფეხბურთელები სწრაფად დაშორდნენ, რის შემდეგაც თანაგუნდელებმა სანე გასახდელიდან გაიყვანეს.

წყაროს ცნობით, ორივე ფეხბურთელმა გუნდს მანჩესტერში მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიში მოუხადა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შექმნილი ვითარების გამო სენეგალელი შესაძლოა დაჯარიმდეს.