Transfermarkt-მა რუსეთში ფასები განაახლა: საზონოვის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა

Transfermarkt-მა რუსეთის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელთა ფასები განაახლა.
ცვლილება რუსეთში მოთამაშე ერთ ქართველ ფეხბურთელს შეეხო.
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "დინამოს" ცენტრალური მცველის საბა საზონოვის სატრანსფერო ღირებულება 500 000-ით გაიზარდა და ამჟამად, 2.5 მილიონ ევროს შეადგენს.
მოსკოვური გუნდის კიდევ ერთი მოთამაშის ლუკა გაგნიძის ფასი კვლავ 1.5 მილიონს შეადგენს. "ურალის" ნახევარმცველის ლუკა წულუკიძის სატრანსფერო ღირებულება კი 50 000 ევროს შეადგენს.