რა სჭირდება ნაპოლის უახლოეს ტურში ჩემპიონობის გასაფორმებლად?
სერია ა-ს 31-ე ტურში „ნაპოლიმ“ სტუმრად „იუვენტუსი“ დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი 90+3 წუთზე ჯაკომო რასპადორიმ ელიფ ელმასის გადაცემით გაიტანა.
ამ გამარჯვებით, „ნაპოლიმ“ უახლოესი მდევარი „ლაციო“ 17 ქულით ჩამოიტოვა და ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში დადგა.
იმ შემთხვევაში, თუ 29 აპრილს „ნაპოლი“ შინ „სალერნიტანას“ დაამარცხებს, 30-ში კი „ლაციო“ სტუმრად „ინტერს“ ვერ მოუგებს, ნეაპოლური გუნდი ჩემპიონობას ოფიციალურად გაიფორმებს.
სამწუხარო ის არის, რომ თავისი მატჩის მოგების შემთხვევაშიც, „ნაპოლის“ სხვა შეხვედრის შედეგის დალოდება მოუწევს, შესაბამისად ჩემპიონობას მოედანზე ვერ შეხვდებიან, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება - მომდევნო ტურში „ნაპოლის“ მოგება და „ლაციოს“ ფეხის დაცდენა ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს გააჩემპიონებს.