ავტორიზაცია

პსჟ-ს ოსიმენთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყია

პსჟ-ს ოსიმენთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყია
თარიღი 26 აპრ 2023, 15:38
"პარი სენ-ჟერმენს" "ნაპოლის" თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყია. 

Mundo Deportivo-ს ცნობით, ნიგერიელის გარემოცვა უარყოფს გავრცელებულ ხმებს, რომ ფეხბურთელს მაგიდაზე პარიზული კლუბის შეთავაზება აქვს.

გაითვალისწინეთ, რომ ოსიმენი არის მრავალი ტოპ ევროპული კლუბის სატრანსფერო სამიზნე. მთავარ კონკურენტებად მიუნხენის "ბაიერნი", ლონდონის "ჩელსი" და მანჩესტერ "იუნაიტედი" ითვლებიან.

ოსიმენმა იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 21 გოლი გაიტანა.