მოდრიჩმა პირადად უთხრა პერესს, რომ რეალის გამო მან უარყო საუდის არაბეთის კლუბის შეთავაზება
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს პირადი საუბარი ჰქონდა.
ხორვატმა ნახევარმცველმა აღიარა, რომ მან უარყო საუდის არაბეთის კლუბის გულუხვი შეთავაზება მადრიდის "რეალთან" ახალი კონტრაქტის გამო.
Diario AS-ის ინფორმაციით, მოდრიჩი "სამეფო კლუბში" ბედნიერია და კლუბის პრეზიდენტმა ფეხბურთელს უკვე მისცა გარანტია, რომ ახალ კონტრაქტს მიიღებს.
Diario AS-ის ინფორმაციით, მოდრიჩი "სამეფო კლუბში" ბედნიერია და კლუბის პრეზიდენტმა ფეხბურთელს უკვე მისცა გარანტია, რომ ახალ კონტრაქტს მიიღებს.
მოდრიჩმა ესპანეთის ლა ლიგაში მიმდინარე სეზონში 28 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.