ავტორიზაცია

ბუსკეტსმა ბარსაში დარჩენა მესისთან სადილის შემდეგ გადაწყვიტა

ბუსკეტსმა ბარსაში დარჩენა მესისთან სადილის შემდეგ გადაწყვიტა
თარიღი 27 აპრ 2023, 18:43
როგორც ჩანს, ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი "ბარსელონაში" თამაშს გააგრძელებს. 

AS-ის ცნობით, ბარსელონას ნახევარმცველმა გასახდელში თანაგუნდელებს განუცხადა, რომ აპირებდა კლუბის შეთავაზებაზე დათანხმებას. 

მას შესთავაზეს ერთწლიანი კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით განახლების ოფციით. ამ შემთხვევაში ფეხბურთელის ხელფასი მნიშვნელოვნად შემცირდება.

ბუსკეტსის გადაწყვეტილებაზე, რომ "ბარსელონაში" დარჩენილიყო ლიონელ მესიმ გავლენა მოახდინა.

აღსანიშნავია, რომ სერხიომ "კამპ ნოუზე" დარჩენა არგენტინელ ფეხბურთელთან სადილის შემდეგ გადაწყვიტა.

მოგეხსენებათ, მომავალ ზაფხულს მესი შესაძლოა ბარსელონაში დაბრუნდეს. 35 წლის თავდამსხმელის მოქმედი კონტრაქტი "პსჟ"-სთან მიმდინარე სეზონის ბოლომდეა ძალაში.