ავტორიზაცია

BREAKING: ბარსელონა ზაფხულში 6 ფეხბურთელის გაყიდვას შეეცდება

BREAKING: ბარსელონა ზაფხულში 6 ფეხბურთელის გაყიდვას შეეცდება
თარიღი 29 Apr 2023, 00:03
„ბარსელონამ“ ზაფხულში კლუბის ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა გადაწყვიტა.

როგორც კატალონიური გამოცემა Sport იუწყება, „ბარსას“ ხელმძღვანელობამ ტრანსფერზე ფრანკ კესი, ჟორდი ალბა, ფერან ტორესი და ანსუ ფატი დააყენა.

გარდა ამისა, კლუბი შემოთავაზებებს მოისმენს რაფინია დიასის და ერიკ გარსიას თაობაზეც და თუ სარფიანი წინადადება მიიღო, მათ გაყიდვასაც დათანხმდება.

კესი და რაფინია გუნდს გასულ ზაფხულს შეუერთდნენ, თუმცა ხელმძღვანელობაში მათ ტრანსფერზე განსხვავებული მოსაზრება აქვთ - ზოგი ფიქრობს, რომ მათ იმედები ვერ გაამართლეს, სხვების აზრით კი, შანსს კიდევ იმსახურებენ.