ავტორიზაცია

არსენალის სატრანსფერო სიაში სამი ნახევარმცველი მოხვდა

არსენალის სატრანსფერო სიაში სამი ნახევარმცველი მოხვდა
თარიღი 29 აპრ 2023, 11:41
ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემდეგ გუნდის შემადგენლობის სერიოზულად გაძლიერებას აპირებს, ამის შესახებ The Telegraph იუწყება.

"მეთოფეების" სატრანსფერო სამიზნეთა სიაში სამი მოთამაშეა. საუბარია ნახევარმცველებზე დეკლან რაისზე (ვესტ ჰემი), მოისეს კაისდოზე (ბრაიტონი) და მეისონ მაუნტზე (ჩელსი).

გარდა ამისა, ლონდონელები რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავენ. "არსენალი" აპირებს კირან ტიერნისა და ფოლარინ ბალოგუნთქნ თანამშრომლობა შეწყვიტოს.