ავტორიზაცია

ბარსელონას მომავალ კვირას დემბელეს აგენტთან შეხვედრა სურს

ბარსელონას მომავალ კვირას დემბელეს აგენტთან შეხვედრა სურს
თარიღი 29 აპრ 2023, 11:44
კატალონიურ "ბარსელონას" მომავალ კვირას თავდამსხმელის უსმან დემბელეს აგენტთან მოლაპარაკება სურს. 

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე ფრანგ გარემარბთან ახალი კონტრაქტი განიხილება.

დემბელეს "ბარსელონასთან" მოქმედი კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება. 

წყარო იუწყება, რომ ორივე მხარე დაინტერესებულია თანამშრომლობის გაგრძელებით. უსმანმა ცხადყო, რომ კამპ ნოუზე დარჩენა სურს.