ნაპოლის ფეხბურთელი ჯარში გაიწვიეს
TuttoNapoli-ის ცნობით, "ნაპოლის" ცენტრალური მცველი კიმ მინ ჯეი სამხრეთ კორეაში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამოიძახეს.
მოთამაშემ უნდა გაიაროს სამკვირიანი მომზადება მიმდინარე წლის ივნისიდან ივლისამდე.
აღსანიშნავია, რომ მცველი 2018 წელს აზიის ჩემპიონატის მოგების შემდეგ სრული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდა.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კიმმა 30 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ორი გოლი გაიტანა, ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და ოთხი ყვითელი ბარათი მიიღო.
მცველის კონტრაქტი "ნაპოლისთან" 2025 წლამდეა გათვლილი, მისი სატრანსფერო ფასი კი 50 მილიონი ევროა.