ავტორიზაცია

იუვენტუსმა ალეგრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

იუვენტუსმა ალეგრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 29 აპრ 2023, 11:55
ტურინის "იუვენტუსმა" გუნდის  მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრისთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. 

როგორც La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, სპეციალისტი გუნდის სათავეში იმ შემთხვევაში დარჩება, თუ სეზონის ბოლოს "ბებერი ქალბატონი" ჩემპიონთა ლიგაზე გავა.

მანამდე მედიაში გაჩნდა ინფორმაცია ანტონიო კონტესა და იგორ ტუდორის მიმართ "იუვენტუსის" ინტერესის შესახებ.

იტალიის ჩემპიონატის 31 ტურის შემდეგ, "ბებერი ქალბატონი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.