პსჟ არჩევანს სამ სპეციალისტს შორის გააკეთებს
"პსჟ"-ს ხელმძღვანელობა მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდის მთავარი მწვრთნელის შეცვლას გეგმავენ.
AS-ის ცნობით, პოტენციურ აპლიკანტთა სიაში რამდენიმე ცნობილი სპეციალისტის გვარი ფიგურირებს. საუბარია ზინედინ ზიდანზე, ტიაგო მოტაზე და ჟოზე მოურინიოზე.
ამ დროისთვის პარიზული გიგანტის მთავარი მწვრთნელია კრისტოფ გალტიე. მხარეებს შორის მოქმედი შრომითი ხელშეკრულების ვადა 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. ფრანგი სპეციალისტი ამ პოსტს 2022 წლის ივლისიდან იკავებდა.