ავტორიზაცია

არსენალი ბელგიელი შემტევის ტრანსფერით ინტერესდება

არსენალი ბელგიელი შემტევის ტრანსფერით ინტერესდება
თარიღი 29 აპრ 2023, 12:27
"ლენსის" თავდამსხმელმა ლუის ოპენდამ შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს, იტყობინება Daily Mail.

წყაროს ცნობით, 23 წლის ბელგიელი შემტევის ტრანსფერით "არსენალი" ინტერესდება. ასევე ფეხბურთელით "ასტონ ვილაც" არის დაინტერესებული.

მიმდინარე სეზონში ოპენდამ საფრანგეთის ჩემპიონატში 32 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 17 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.