თომას ტუხელის ორი სატრანსფერო სამიზნე ცნობილია

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში კლუბის სამიზნეების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც Sport1.de-ს ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, სპეციალისტს ნახევარდაცვის ცენტრისა და შეტევის ხაზის გაძლიერება სურს.
ტუხელის პირველი სამიზნე "ჩელსის" ნახევარმცველ მატეო კოვაჩიჩის შეძენაა. რაც შეეხება თავდამსხმელს, მთავარი კანდიდატი თავდამსხმელი რანდალ კოლო-მუანია, რომელიც ფრანკფურტის "აინტრახტში" თამაშობს.
ტუხელის პირველი სამიზნე "ჩელსის" ნახევარმცველ მატეო კოვაჩიჩის შეძენაა. რაც შეეხება თავდამსხმელს, მთავარი კანდიდატი თავდამსხმელი რანდალ კოლო-მუანია, რომელიც ფრანკფურტის "აინტრახტში" თამაშობს.