მანჩესტერ იუნაიტედს შეუძლია ნეიმარის ყიდვა, მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი წინაპირობა

ბრაზილიელ თავდამსხმელ ნეიმარს შეუძლია საფრანგეთის ჩემპიონატის შემდეგ ინგლისის პრემიერ ლიგაში ითამაშოს.
Le10Sport-ის ცნობით, "პსჟ"-ს თავდამსხმელის მომსახურებით მანჩესტერ "იუნაიტედია" დაინტერესებული.
თუმცა, როგორც წყარო აღნიშნავს, ეს ტრანსფერი ერთი პირობით იქნება შესაძლებელი - თუ "იუნაიტედის" ახალი მფლობელი ყატარიდან იქნება.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი პარიზულ გრანდში კატალონიური "ბარსელონადან" 2017 წელს გადავიდა. მაშინ ტრანსფერის ღირებულებამ 222 მილიონი ევრო შეადგინა.
ბრაზილიელმა ლიგა 1-ში მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა. თავდამსხმელი ტრავმის გამო სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.