ავტორიზაცია

ჩელსის ზოგიერთი ფეხბურთელი უკვე ნანობს კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებას

ჩელსის ზოგიერთი ფეხბურთელი უკვე ნანობს კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებას
თარიღი 29 აპრ 2023, 13:09
ლონდონის "ჩელსის" ზოგიერთი ფეხბურთელი უკვე ნანობს კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებას. 

The Athletic-ის ცნობით, ზოგიერთ მოთამაშეს კლუბის პროექტში დარწმუნებული არ არის და გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებას ნანობს.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის ახალწვეულთა უმეტესობამ "ჩელსისთან" საკმაოდ გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. 

მიხაილო მუდრიკს ხელშეკრულება 2031 წლის ზაფხულამდეა ძალაში. "ჩელსის" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენს ენცო ფერნანდესს კონტრაქტი 2032 წელს ეწურება.