ავტორიზაცია

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს
თარიღი 29 აპრ 2023, 14:49
"მილანის" თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი წელის ტრავმის გამო სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. 

Football Italia-ს ცნობით, დილის კვლევამ დაადასტურა, რომ შვედს სეზონის დასრულებამდე მოედანზე დაბრუნების ძალიან მცირე შანსი აქვს.

ამრიგად, იბრაჰიმოვიჩმა, დიდი ალბათობით, "მილანში" ბოლო მატჩი უკვე ჩაატარა. 41 წლის შვედს კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, რომლის განახლება "როსონერის" ხელმძღვანელობას ამ ეტაპზე არ სურს.

იბრაჰიმოვიჩის ნაცვლად, ზაფხულში "მილანს" შეუძლია "ბოლონიის" თავდამსხმელი მარკო არნაუტოვიჩი დაიმატოს.