ავტორიზაცია

ნაპოლიმ კვარაცხელიას შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

ნაპოლიმ კვარაცხელიას შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 29 აპრ 2023, 16:46
ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" შესანიშნავ სეზონს ატარებს. ამ ფონზე ქართველ გარემარბის ევროპული ფეხბურთის არაერთ გრანდს უკავშირებენ. თუმცა, ნეაპოლელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ხვიჩას გაყიდვას არ განიხილავენ.

"ნაპოლი კვარაცხელიას ყველა წინადადებას მოისმენს, მაგრამ ყველას უპასუხებს "არა, მადლობა", - წერს Il Mattino.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ზაფხულში "ნაპოლი" შეიძლება დატოვონ თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა და მცველმა კიმ მინ ჯემ.

ხვიჩა კვარაცხელიამ 2022/2023 წლების სეზონში "ნაპოლის" შემადგენლობაში 36 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა.