ავტორიზაცია

ბარსელონას მარჯვენა მცველის დამატება სურს - ერთ-ერთი ვარიანტი კანსელოა

ბარსელონას მარჯვენა მცველის დამატება სურს - ერთ-ერთი ვარიანტი კანსელოა
თარიღი 29 აპრ 2023, 22:58
„ბარსელონას“ მარჯვენა მცველის პოზიციის გაძლიერება სურს.

Diario Sport-ის ინფორმაციით, კატალონიურ კლუბში ამ პოზიციას სუსტ რგოლად მოიაზრებენ და გაძლიერება უნდათ. ამჟამად, ამ პოზიციაზე ჟულ კუნდე თამაშობს, რომელიც თავს უფრო ცენტრალურ მცველად მოიაზრებს და სწორედ დაცვის ცენტრში ურჩევნია თამაში.

ხავის ყველაზე მეტად „ვილიარეალის“ მცველის, ხუან ფოითის ვარიანტი მოსწონს, მაგრამ ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან დიდ ფინანსებს უკავშირდება.

კიდევ ერთი ვარიანტი - ჟოაო კანსელოა, რომელიც ამჟამა „ბაიერნში“ იჯარით ასპარეზობს, თუმცა იწერება, რომ მიუნხენელები მის გამოსყიდვას არ აპირებენ.

არ არის გამორიცხული, რომ ზაფხულში კატალონიელებმა კანსელოს ასევე იჯარით აყვანა სცადონ.