ლა ლიგის პრეზიდენტი: "სუპერლიგა გაანადგურებს ეროვნულ ჩემპიონატებს"
ესპანეთის ლა ლიგის ხელმძღვანელმა ხავიერ ტებასმა ევროპის სუპერლიგის შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა.
„თუ სუპერლიგა იქნება, მაშინ ეროვნული ჩემპიონატები სპორტული და ეკონომიკური თვალსაზრისით განადგურდება. თუ ეროვნულ ჩემპიონატში წარმატებული თამაში კლუბს ევროთასზე გასვლის საშუალებას არ მისცემს, მაშინ ასეთი ტურნირი ინტერესს დაკარგავს. “, - განაცხადა ტებასმა.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის პროექტს ყველაზე მეტად კატალონიური "ბარსელონას", მადრიდის "რეალისა" და ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელები უჭერენ მხარს.